მეტეხის ხიდზე სადღესასწაულო პარაკლისი დასრულდა

მეტეხის ხიდზე წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო პარაკლისი დასრულდა. პარაკლისი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ჩაატარა.

პარაკლისს დაესწრო ქალაქის მერი კახა კალაძე, პარლამენტარები, ასევე, სხვადასხვა ტაძრების მრევლი, სასულიერო პირები.

პარაკლისის შემდეგ პატრიარქმა, სასულიერო პირებმა და მრევლმა მტკვარში ყვავილები ჩაუშვეს. პატრიარქმა და თბილისის მერმა მეტეხის ხიდზე შეკრებილებს მიმართეს და დღევანდელი დღე მიულოცეს.

მანამდე ასევე მეტეხის ხიდზე სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა ანსამბლები მონაწილეობდნენ და ასი ათასი მოწამის წამების დღე იყო თეატრალური სახით გაცოცხლებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა