მინისტრთა კაბინეტს 6 მინისტრი ტოვებს

მთავრობაში დაგეგმილი საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, მინისტრთა კაბინეტს ჯამში 6 მინისტრი დაემშვიდობება. უფრო კონკრეტულად, მინისტრის პორტფელი დატოვა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა, სპორტის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, ასევე ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ.

აღნიშნულიდან რამდენიმე უწყება გაერთიანდება. კერძოდ, უქმდება ენერგეტიკის სამინისტრო და ის ეკონომიკის სამინისტროს უერთდება. ამავე უწყებას შეერწყმება გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი. გაერთიანებულ უწყებას დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს. რაც შეეხება გარემოს დაცვის სამინისტროს დანარჩენ ნაწილს, ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაექვემდებარება. სოფლის მეურნეობის მინისტრად ლევან დავითაშვილი რჩება.

შს მინისტრის თანამდებობაზე გიორგი მღებრიშვილი გიორგი გახარიამ შეცვალა. ერთ უწყებად ერთიანდება კულტურისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროების სპორტის ნაწილი, რომელსაც მიხეილ გიორგაძე უხელმძღვანელებს. რაც შეეხება ახალგაზრდულ საქმეთა ნაწილს, ის განათლების სამინისტროში გადავა, რომელსაც ალექსანდრე ჯეჯელავას ნაცვლად თსუ-ს პრორექტორი მიხეილ ჩხენკელი ჩაიბარებს.

უქმდება ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და აღნიშნული მიმართულება საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს