„საგადასახადო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები რიგი საგადასახადო შეღავათების 2023 წლამდე გაგრძელებას ითვალისწინებს

„საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების შესაბამისად, წიგნის მიწოდება და ბეჭდვის მომსახურება დღგ-ისგან გათავისუფლდება ჩათვლის უფლებით. ეს კი შესაძლებლობას მისცემს მწარმოებელს ჩაითვალოს წარმოებაში გამოყენებულ ნედლეულზე გადახდილი დღგ, რაც მანამდე მწარმოებლისთვის წარმოადგენდა დამატებით ხარჯს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

„მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო შეღავათები გაგრძელდება 2023 წლამდე. სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული ფიზიკური პირებისათვის საშემოსავლო გადასახადში, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის მოგების და ქონების გადასახადში არსებული საგადასახადო შეღავათები; თამბაქოს ნედლეულის იმპორტის გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლების ვადა; ფიზიკური პირის მიერ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემით მიღებული შემოსავლის ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის შესაძლებლობა“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა