აზერბაიჯანის კონსულმა სასტუმრო "ლეოგრანდში" გარდაცვლილების ხსოვნას პატივი მიაგო

სასტუმრო "ლეოგრანდთან" აზერბაიჯანის კონსული საქართველოში, რაშიდ ისმაილოვი იმყოფებოდა. მან სასტუმრო "ლეოგრანდში" გარდაცვლილების ხსოვნას პატივი მიაგო და განაცხადა, რომ ეს არის დიდი ტრაგედია. რაშიდ ისმაილოვმა საქართველოს აზერბაიჯანის სახელით სოლიდარობა გამოუცხადა.

"ეს არის დიდი ტრაგედია. აზერბაიჯანის სახელით საქართველოს სოლიდარობას ვუცხადებთ. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვართ და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს"- აცხადებს რაშიდ ისმაილოვი.

ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო სასტუმროდან მოქალაქეების ევაკუაცია მოხდა.

ხაძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა, ჰოსპიტალიზებული იყო 21 ადამიანი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს