აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და უმაღლესი საბჭოს წევრებმა სასტუმრო „ლეოგრანდში“ დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ კარანაძემ, უმაღლესი საბჭოს წევრებმა - ირაკლი ჭეიშვილმა, ვლადიმერ მგალობლიშვილმა, ხვიჩა შარაშიძემ, საკანონმდებლო ორგანოს აპარატის უფროსმა რამაზ ბოლქვაძემ, აპარატის წარმომადგენლებმა, ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

უწყების ცნობით, მათ ყვავილები მიიტანეს სასტუმრო „ლეოგრანდის“ კიბეებზე, სადაც ტრაგედიის ღამიდან მოყოლებული მოქალაქეები მიდიან და სანთლებს ანთებენ.

დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები. ღამის 12 საათზე სახელმწიფო დროშები დაეშვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, ყველა სამთავრობო და სამხედრო უწყების შენობებზე.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ 24 ნოემბერს გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მომხდარის გამო კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოხატავს და უსამძიმრებს ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, სრულიად საქართველოს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს