იან კელი - ჩვენი ფიქრითა და ლოცვებით, ბათუმში ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახების გვერდით ვართ

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, იან კელი ბათუმში, სასტუმრო ”ლეოგრანდში” ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს. საელჩოს ”ფეიბუქის” გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ელჩი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს, გაწეული საქმიანობისთვის მადლობას უხდის.

“შეერთებული შტატების საელჩოს სახელით მსურს, ღრმა მწუხარება გამოვთქვა ბათუმში ტრაგიკული შემთხვევის დროს დაღუპულთა გამო. ეს მართლაც ტრაგიკული შემთხვევა იყო, ბათუმი ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია ჩემთვის საქართველოში. ჩვენი ფიქრითა და ლოცვებით მსხვერპლთა ოჯახის გვერდით ვართ. ქედს ვიხრით მეხანძრეების წინაშე, რომლებმაც ამ ტრაგიკული შემთხვევისას არაერთი სიცოცხლე გადაარჩინეს”, - აღნიშნულია იან კელის განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს