სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად დაღუპულები ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდან უკვე გადაასვენეს

სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად დაღუპულები ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდან უკვე გადაასვენეს.ტაძარში 5 დაღუპული იყო დასვენებული და მათ დღეს დაკრძალავენ.

გარდაცვლილთა ოჯახებს სასტუმრო "ლეოგრანდის" მფლობელმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიუსამძიმრეს. პარაკლისი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ ჩაატარა.

ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო სასტუმროდან ათეულობით მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.

ხაძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა, ჰოსპიტალიზებული იყო 21 ადამიანი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს