ზურაბ პატარაძე სასტუმრო ”ლეოგრანდში” ხანძარზე - ვინც დამნაშავეა ამ ტრაგედიაში, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება

საგამოძიებო მოქმედებები აქტიურ ფაზაშია გადასული, გამოძიება მიმდინარეობს, ვინც დამნაშავე არის ამ ტრაგედიაში, ვინც არის პასუხისმგებელი აუცილებლად დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ ბათუმში, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძართან ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პატარაძემ აღნიშნა, სასტუმრო ”ლეოგრანდის” მფლობელებთან კომუნიკაცია პირადად არ ჰქონია, თუმცა იურისტები აქტიურად მუშაობენ. ზურაბ პატარაძის თქმით, სახანძრო უსაფრთხოების კუთხით რეგულაციები კიდევ უფრო გამკაცრდება.

„ძალიან მძიმე წუთებია ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა მიუსამძიმრო ოჯახის წევრებს, ახლობლებს და ქალაქელებს. უამრავი ხალხია შეკრებილი. დღეს მთელი ქვეყანა გლოვობს. მე მინდა გულწრფელად სამძიმარი ვუთხრა პირველ რიგში ჩვენს ქვეყანას და ჩვენს თითოეულ მოქალაქეს. საგამოძიებო მოქმედებები აქტიურ ფაზაშია გადასული. გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ მკაფიოდ, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ვინც დამნაშავე არის ამ ტრაგედიაში, ვინც არის პასუხისმგებელი, აუცილებლად დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით. ეს არის ჩვენი მესიჯი, ჩვენი სახელმწიფო მიდგომები და აუცილებლად გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით. მე არ მინდა კონკრეტულ პირებზე ვისაუბრო, თუმცა ფაქტი მეტყველებს, რომ 11 ადამიანია გარდაცვლილი. სასტუმროს მეპატრონესთან მე პირადად კომუნიკაცია ჯერჯერობით არ მქონია. ადვოკატები ინტენსიურად მუშაობენ და ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია და ამ კითხვებს სჭირდება პასუხი. აუცილებლად დამატებითი ზომები უნდა მივიღოთ, რომ გამკაცრდეს რეგულაციები”,- განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს