ლევან იზორია - საქართველოს თითოეული მოქალაქის დიდი გულისტკივილია ის, რაც ბათუმში მოხდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ დაღუპულთა პანაშვიდს დაესწრო. როგორც მან ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძართან ჟურნალისტებს განუცხადა, ხანძრის გამომწვევი მიზეზები დროულად უნდა დადგინდეს, რის გამოც გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. მინისტრმა სასტუმრო „ლეოგრანდში“ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

”საქართველოს თითოეული მოქალაქის დიდი გულისტკივილია ის, რაც ბათუმში მოხდა. ჩვენ ოჯახების მწუხარებას ვიზიარებთ. ძალიან მძიმე სურათი დაგვხვდა. მიმძიმს, რომ ეს ემოციები გამოვხატო. გამოძიება მიმდინარეობს და ყველას ინტერესშია, რაც შეიძლება დროულად დადგინდეს, რა იყო ხანძრის გამომწვევი მიზეზები და დამნაშავემ აგოს პასუხი“,- აღნიშნა ლევან იზორიამ

ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო სასტუმროდან ათეულობით მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.

ხაძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა, ჰოსპიტალიზებული იყო 21 ადამიანი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს