თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში სტრატეგიული კომუნიკაციების კურსი დაიწყო

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) სტრატეგიული კომუნიკაციების კურსი დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) სტრატეგიული კომუნიკაციების კურსი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნატო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრის (NATO StratCom COE) ერთობლივი თანამშრომლობით დაიწყო.

კურსი საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში მომუშავე სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტების მომზადებასა და ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოებას ითვალისწინებს.

ხუთდღიანი ტრენინგის ფარგლებში, მსმენელები სამხედრო-პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობაზე, ასევე მისი გამართული მუშაობისათვის აუცილებელ წინაპირობებზე პრაქტიკულ ცოდნას მიიღებენ.

კურსს სტრატეგიული კომუნიკაციების მაღალი დონის საერთაშორისო ექსპერტები უძღვებიან.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება