ანონსი 12 დეკემბერი

12 დეკემბერს, 18:00 საათზე, თბილისის დიდ სინაგოგაში გაიმართება ხანუქის დღესასწაულის აღნიშვნა. ღონისძიებაზე მოწვეული არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, ქალაქ თბილისის მერი, დიპლომატიური კორპუსი, რაბინები, ებრაული თემის წარმომადგენლები.
12 დეკემბერს, 18:30 საათზე, საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება საქველმოქმედო საღამო ხატია თვაურის დასახმარებლად.
მის: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, პირველი სართული.

























