კვლევის თანახმად, საჯარო მოხელეების გათავისუფლებისთვის სამინისტროების მიერ გადახდილი თანხა 373 038 ლარს შეადგენს

საია-ს კვლევის თანახმად, 2012 წლის შემდეგ, საჯარო მოხელის გათავისუფლებისთვის სამინისტროების მიერ გადახდილი განაცდურის ოდენობამ 373 038 ლარი შეადგინა.

აქედან ყველაზე მეტის გადახდა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს მოუწიათ. კერძოდ, სამინისტროების მიერ გადახდილი განაცდურის ოდენობა ასეთია: თავდაცვის სამინისტრო (12 პირი) - 185 634 ლარი, შინაგან საქმეთა სამინისტრო (9 პირი) - 91 023 ლარი, გარემოს დაცვისა და ბუნებრიცი რესურსების სამინისტრო (1 პირი) - 38 954 ლარი, სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო - (3 პირი) - 31 467 ლარი, ჯანდაცვის სამინისტრო (1 პირი) - 23 160 ლარი და ლტოლვილთა სამინისტრო - 4 800 ლარი.

თვითმმართველი ქალაქების მიერ გადახდილი განაცდურის ოდენობა 279 231 ლარს შეადგენს. კერძოდ, ფოთის მერია - 122 759 ლარი, თბილისის მერია - 122 368 ლარი, ქუთაისის მერია - 20 367 ლარი, თბილისის საკრებულო - 11 560 ლარი და რუსთავის საკრებულო - 2160 ლარი.

კვლევა მოიცავს 2012 წლის 1-ელი იანვრიდან 2017 წლის 1-ელი ნოემბრის ჩათვლით პერიოდს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა