GWP - იმედი გვაქვს, სემეკი სამართლიანად დაითვლის ტარიფს როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ჩვენი კომპანიისთვის

საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს შემდეგი 3 წლის განმავლობაში, კომპანია 200 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში, - ამის შესახებ GWP -ის საივესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გურამ ახვლედიანმა ჟურნალისტებს სემეკის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

"ჩვენ კომპანიას საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს შემდეგი 3 წლის განმავლობაში. კომპანია 200 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში. კერძოდ, ეს იქნება წყალმომარაგების ქსელის და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ელემენტების განვითარება და განახლება. იმედი გვაქვს, სემეკი სამართლიანად დაითვლის ტარიფს როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ჩვენი კომპანიისთვის.

როგორც აღვნიშნე, კომპანია 200 მილიონზე მეტს ხარჯავს, უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ კომპანიამ შეძლოს ამხელა ინვესტიციების განხორციელება და განაგრძოს ასეთი მასშტაბური ტემპი რეაბილიტაციების და განახლების, ეს ყველაფერი პირდაპირ არის დაკავშირებული რა შემოსავალი ექნება კონპანიას მომავალ სამწლიან სატარიფო პერიოდში", - განაცხადა გურამ ახვლედიანმა.

ცნობისთვის, სემეკის დღევანდელ საჯარო სხდომაზე,

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წყალმომარაგების სექტორში მოქმედი კომპანიების - შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „მცხეთის წყლის“, შპს „რუსთავის წყლის“ 2018-2020 წლების საინვესტიციო გეგმებზე იმჯელებს. ამავე სხდომაზე კომისია განიხილავს „ჟინვალჰესის“ 2017-2019 წყლების საინვესტიციო გეგმებსაც.

გარდა აღნიშნული საკითხისა, დღევანდელ სხდომაზე, გაგრძელდება მსჯელობა სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ სამწლიან საინვესტიციო გეგმაზე. აღნიშნული საკითხის განხილვა წინა სხდომაზე დაიწყო, თუმცა კომპანიის მხრიდან არასაკმარისი დოკუმენტაციის წარდგენის გამო, მსჯელობა დღეს გაგრძელდება.

რაც შეეხება სატარიფო განაცხადების განხილვას, სემეკი მომდევნო კვირიდან იმსჯელებს. წლის ბოლომდე კომისიამ სამომხმარებლო ტარიფი უნდა დაადგინოს, რომელიც მომდევნო სამი წლის განმავლობაში არ შეიცვლება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა