ლევან კობერიძე - საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის უფლების დამატება სხვა მედიასაშუალებებს სარეკლამო ბაზრის გარკვეულ ნაწილს წაართმევს

ღრმად მწამს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის უფლების დამატება სხვა მედიასაშუალებებს სარეკლამო ბაზრის გარკვეულ ნაწილს აუცილებლად წაართმევს, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილეს.

კობერიძემ ”სამწუხარო” უწოდა იმ ფაქტს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით კანონში დაგეგმილ ცვლილებებს წამყვანი კომიტეტის - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მხარდაჭერა არა აქვს. როგორც კობერიძემ სესიაზე განაცხადა, ასეთი კანონი თანხმობის საფუძველზე უნდა იყოს მიღებული და გადაწყვეტილების მიღება ხმათა უმრავლესობის პრინციპით არ უნდა ხდებოდეს.

”გაუგაბარია კომერციული რეკლამის დამატების თემა. თუკი ჩვენ გვჭირდება საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის დაფინანსების დამატება, კანონში არის მითითებული, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება შეიძლება იყოს მშპ-ს არანაკლებ 0.14%, რაც გვაძლევს იმის უფლებას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დასაბუთების შემთხვევაში, უფრო მეტი თანხა გამოვყოთ, ვიდრე არის 0.14%. იმის დაფიქსირება, რომ საზოგადოერბივი მაუწყებლის მხრიდან მოხდება ჟურნალისტების სტიმულირება, ჩემთვის ცოტა გაუგებარია კომერციული რეკლამიდან გამომდინარე”, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

რაც შეეხება სტარტაპებთან დაკავშირებულ საკითხს, კობერიძის თქმით, საზოგადოერივი მაუწყებლისთვის მსგავსი ფუნქციის დამატება აზრსმოკლებულია, როცა სახელმწიფოს ასეთი პროგრამა აქვს.

“მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში, გარდა საუკეთესო დროისა (19:00-24:00). რეკლამის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ყოველ საათში 3 წუთს. გარდა ამისა, იზრდება სპორტული რეპორტაჟების, საერთაშორისო ფესტივალების და სხვა პროგრამების დროს კომერციული რეკლამის ხანგრძლივობა - ნაცვლად 30 წუთისა, იგი არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, ხოლო ყოველ საათში, ნაცვლად 6 წუთისა 12 წუთს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე დასაშვები ხდება სპონსორობა მხოლოდ სპორტიული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალის/კონკურსის და გასართობის გადაცემის, სერიალების დროს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებული ხდებიან, ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა (ნაცვლად 1 საათში არანაკლებ 60 წამისა).

გარდა ამისა, “საზოგადოებრივ მაუწყებელს“ უფლებამოსილება უფართოვდება და შეეძლება კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლებიდან, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები დამწყები საწარმოების (სტარტეპები) წახალისების, (ტელე, რადიო და ონლაინ პროდუქციის) ინოვაციური განვითარების, მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობაზე მიმართოს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა