GWP-ს საინვესტიციო გეგმების განხილვა 18 დეკემბრამდე გადაიდო

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ GWP-ს მომდევნო 3 წლის საინვესტიციო გეგმების განხილვა 18 დეკემბრამდე გადადო. ამის მიზეზი კომპანიის მხრიდან დამატებითი არგუმენტების წარდგენა გახდა. შესაბამისად, 18 დეკემბერს გახდება ცნობილი, შეითანხმებს თუ არა სემეკი GWP-ს საინვესტიციო გეგმას, რომელიც სამომხმარებლო ტარიფის დაანგარიშებისას საოპერაციო დანახარჯებთან ერთად ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.

"დღეს განიხილება კომპანიების ინვესტიციები, რაც განხორციელდა 2017 წელს და რაც განხორციელდება 2018, 2019 და 2020 წლებში. ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ არის მიღებული ამ ინვესტიციებთან დაკავშირებით. სხდომა გადაიდო და გაგრძელდება ორშაბათს. შესაბამისად, ორშაბათს იქნება უკვე საბოლოო პოზიცია შეთანხმებული ინვესტიციებთან დაკავშირებით. კონკრეტულად GWP-ს შემთხვევაში, ჩვენ წარდგენილი გვაქვს 82 მილიონი ლარის ინვესტიციები, ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სემეკი.

ინვესტიციების მოცულობა საკმაოდ დიდია, შესაბამისად, ეს ყველაფერი საჭიროებს დეტალებში გარკვევას. რისთვისაც ჩვენ მოვითხოვეთ, რომ მოგვცემოდა გონივრული ვადა დეტალიზაციისთვის.

იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ ამ ტემპით ინვესტიციების განხორციელების გაგრძელება, რა თქმა უნდა, განხორციელებული ინვესტიციები შესაბამისად უნდა აისახოს ჩვენს მისაღებ შემოსავლებში.

რა თქმა უნდა, ტარიფის განმსაზღვრელი ძირითადი კომპონენტი არის როგორც საინვესტიციო დანახარჯები, ასევე საოპერაციო დანახარჯები.

ჩვენ ერთადერთი რამის თქმა შეგვიძლია, ამდენი მოცულობის ინვესტიციები აუცილებლად გონივრულად უნდა იყოს ასახული ჩვენს მისაღებ შემოსავლებში იმისთვის, რომ ტემპი რომელიც გვქონდა 2017 წელს გავაგრძელოთ, მომდევნო წლებში და შევძლოთ მაქსიმალურად ჩვენი ქსელის რეაბილიტაცია, რომელიც ემსახურება მოსახლეობას", - განაცხადა GWP-ს ოპერაციების მართვის დირექტორის პირველმა მოადგილემ ზურაბ ალფაიძემ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ტარიფი დადგენილი არის 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 2018 წლის პირველი იანვრიდან კი ძალაში უნდა შევიდეს ახალი ტარიფი. ტარიფის გაანგარიშება, რომელიც ძალაში შევა მომდევნო წლიდან, სემეკის პრეროგატივაა და ცნობილი მიმდინარე წლის ბოლოს გახდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა