ლევან იზორია - სენატორებისა და კონგრესმენების უმრავლესობის განწყობაა, მხარი დაუჭიროს Javelin-ების საქართველოსთვის მიყიდვის გადაწყვეტილებას

ეს არის მხოლოდ ერთი სენატორის პოზიცია, - ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია „რესპუბლიკელი“ სენატორის რენდ პოლის მიერ მომზადებულ რეზოლუციას, რომელიც საქართველოსთვის Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების მიყიდვის დაბლოკვას ითხოვს.

"რაც შეეხება სენატორების, ასევე, კონგრესმენების აბსოლუტური უმრავლესობის განწყობას, იგი მიმართულია იმისკენ, რომ მხარი დაუჭიროს ამ გადაწყვეტილებას და თქვენ მომავალ კვირაში იხილავთ ამ გადაწყვეტილებას", - განაცხადა იზორიამ.

„რესპუბლიკელი“ სენატორი რენდ პოლი საქართველოსთვის Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების მიყიდვის დაბლოკვას ითხოვს. შესაბამისი რეზოლუციის პროექტი რენდ პოლმა აშშ-ს სენატში დაარეგისტრირა.

რეზოლუციას, რომელიც სენატში 7 დეკემბერს დარეგისტრირდა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი განიხილავს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა