ლევან იზორია - Javelin-ი არ არის მიმართული არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ და მისი ერთადერთი მიზანი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაა

ანტისატანკო სისტემა Javelin არ არის მიმართული არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ, - ასე უპასუხა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას იმის შესახებ, რომ აშშ-ის მიერ საქართველოსთვის Javelin-ის მიწოდებამ, შესაძლოა, თბილისს რეგიონში ახალი სახიფათო ავანტიურისკენ უბიძგოს.

ლევან იზორიამ ხაზი გაუსვა, რომ Javelin არ არის შეტევითი ხასიათის შეიარაღება.

"მისი ერთადერთი მიზანია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ეფექტური დაცვა. ყველა ტიპის შეიარაღება, რომელიც შევიძინეთ ან მომავალში შევიძენთ, იქნება მხოლოდ ამ ტიპის იარაღები - თავდაცვითი ხასიათი. ეს გაცხადებულია საჯაროდ თავდაცვის მინისტრის მიერ და გაწერილია შესაბამის სტრატეგიებშიც, რომ ჩვენი პრიორიტეტი იქნება სწორედ თავდაცვითი შეიარაღების შესყიდვა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი გახლავთ ანტისატანკო სისტემა Javelin-ების სახით", - განაცხადა იზორიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა