აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ "ნაციონალური მოძრაობის" გაცხადებას უპასუხა

აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ასმათ დიასამიძის გაცხადებას უპასუხეს. როგორც სამინისტროში განმარტავენ, საჯარო სკოლები გათბობით უზრუნველყოფილი არის, თუმცა ხარვეზების გამოსწორება მიმდინარეობს.

"ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა 2005 წელს, თუმცა ამ დროისთვის ფაქტობრივად ხელახლა არის გასარემონტებელი. 2015 წელს ჩვენს მიერ განხორციელდა მხოლოდ ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები სპორტულ დარბაზში, რომელზედაც ვრცელდება 5 - წლიანი საგარანტიო ვადა და კომპანია ვალდებულია დროულად აღმოფხვრას ხარვეზი.

რაც შეეხება ცეცხლაურის N2 საჯარო სკოლას, ეს არის 2014-2015 წლებში აშენებული სკოლა, მაღალი ხარისხით, ცენტრალური გათბობით და სასწავლო პროცესისათვის საჭირო ყველა კომპონენტით. ამ შემთხვევაშიც არსებობს საგარანტიო ვადა და კომპანია ვალდებულია დროულად აღმოფხვრას ხარვეზი.

კვირიკეს N1 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა მიმდინარე წელს. შეიქმნა პრობლემა მიმწოდებელი კომპანიის მიერ და მან ვეღარ დაასრულა ცენტრალური გათბობის სისტემის სამუშაოები. იმისათვის, რომ სასწავლო პროცესს ხელი არ შეშლოდა, სამინისტრომ მიმართა სკოლას და ამ მიმართვის საფუძველზე სკოლაში შეტანილია გათბობის ალტერნატიული საშუალებები - ელექტროგამათბობლები. პარალელურად უკვე მიმდინარეობს ტენდერი და გათბობის სისტემა ექსპლუატაციაში იქნება გაშვებული რამდენიმე დღეში.

რაც შეეხება ოჩხამურის დაწყებით სკოლას, გეტყვით, რომ დაწყებითი სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს მუნიციპალიტეტებთან ერთად. აჭარის ტერიტორიაზე სულ არის 229 სკოლა და მათზე მიერთებული 72 საბაზო ან დაწყებითი სკოლა, ანუ სულ 301 შენობაა. სამინისტროს მხრიდან არასდროს არ ყოფილა დაფიქსირებული, რომ ყველა სკოლა არის რეაბილიტირებული და სწორედ ამიტომაც არსებობს სპეციალური პროგრამა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე. ასევე აღსანიშნავია, რომ პროგრამის მოცულობა იყო მაქსიმუმ 3 მილიონი ლარი, ხოლო 2014 წლიდან ყოველწლიურად იზრდება და მომდევნო წელს უკვე მისი ღირებულება უპრეცედენტოდ დიდი - 8 მილიონი ლარი იქნება, რომლის ფარგლებშიც სამუშაოები განხორციელდება 40 სხვადასხვა სკოლაში. რაც შეეხება შეშით გათბობას, ჯერ კიდევ ბევრ სკოლაში ხდება მსგავსი რამ. თუმცა რეაბილიტაციის ფარგლებში ყველგან მონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემა.

რაც შეეხება სველ წერტილებს, ყველა სკოლას მიეცა მითითება, რომ უზრუნველყონ ჰიგიენის დაცვა და მათ ამისათვის გააჩნიათ შესაბამისი სახსრები. გარდა ამისა სამინისტრო პროგრამის ფარგლებში ახორციელებს საპირფარეშოების სრულ რეაბილიტაციას",- აცხადებენ უწყებაში.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ასმათ დიასამიძის განცხადებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ცეცხლაურის #2 საბაზო სკოლაში, ცეცხლაურის #1 საჯარო სკოლაში, სოფელ კვირიკეს #1 საჯარო სკოლაში, ოჩხამურის საჯარო სკოლაში ინფრასტრუქტურა დაზიანებულია. როგორც დეპუტატი ამბობს, აღნიშნულ საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014-2017 წლებში ჩატარდა, თუმცა გათბობის სისტემა არ არის.

ოპოზიციის წარმომადგენელი ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა