ვახტანგ გომელაური ოფიციალური ვიზიტით ბელარუსში გაემგზავრა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკაში გაემგზავრა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ის პრესსამსახურიდან აცნობეს, ვახტანგ გომელაური ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას ესწრება.

ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება შეთანხმებას „საქართველოს და ბელარუსის რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“. მსგავსი ტიპის შეთანხმება საქართველოს გაფორმებული აქვს ნატო-ს და ევროკავშირის წევრ ოცამდე ქვეყანასთან და ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა