საკრებულოს ინფორმაციით, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში სპორტის მიმართულებით თანხები იზრდება

მომავალი წლის ბიუჯეტი სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით წინასაარჩევნო დაპირებების დიდ ნაწილს ასახავს. ჩვენ დეტალურად გავეცანით ყველა დოკუმენტს და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ სპორტის დაფინანსება არ შემცირებულა. პირიქით, გარკვეული ქვეპროგრამების ნაწილში პოზიტიური მატება შეინიშნება“, - ეს განცხადება საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ კომისიის სხდომაზე გააკეთა, რომელზეც დედაქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე იმსჯელეს.

თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, საკრებულოს წევრებს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ზაზა ცინაძემ წარუდგინა. მისი ინფორმაციით, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში მნიშვნელოვანი თანხებია გამოყოფილი როგორც სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებებისთვის, ასევე ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით.

როგორც ზაზა ცინაძემ აღნიშნა, ბიუჯეტის პროექტში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სპორტული ღონისძიებების გამართვა, მწვრთნელთა მხარდაჭერა, სპორტული დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაა. მისივე თქმით, 2018 წელს, თბილისში ორი ახალი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყება.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში, ასევე წყნეთში საჭიდაო დარბაზის მშენებლობა/აღჭურვა არის გათვალისწინებული. თემქის XI მკ/რნ-ის, II კვარტალში მდებარე სპორტული კომპლექსის მშენებლობა კი დასრულდება.

გარდა ამისა, მომავალ წელს წარმატებული სპორტსმენი ბავშვების წახალისებისა პარასპორტის განვითარების ხელშეწყობის პროგრამები გაგრძელდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა