თბილისის საკრებულო ხვალ დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავს

თბილისის საკრებულო ხვალ დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავს. თბილისის მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს საკრებულოს დეპუტატები ხვალ 16:00 საათზე, საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ. განხილვას თბილისის მთავრობის წევრები დაესწრებიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ამ ეტაპზე უცნობია, თბილისის მერი კახი კალაძე დაესწრება თუ არა ბიუჯეტის პროექტის განხილვას.

თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 861,609 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც 60 მილიონი ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი ტრანსფერია.

როგორც მერიაში აცხადებდნენ, 60 მილიონიდან ძირითადი ნაწილი მეტროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციას მოხმარდება.

თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, ასევე, ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 326 მლნ ლარამდე დაიხარჯება, 100 მლნ ლარამდე გათვალისწინებულია სატრანსპორტო პროექტებისთვის, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამები 189 მლნ ლარით დაფინანსდება და სხვა.

როგორც დედაქალაქის მერმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, ბიუჯეტი, რომელიც მათ მიერ არის წარდგენილი, ითვალისწინებს ყველა იმ პროექტსა და პროგრამას, რომელიც საარჩევნო კამპანიის დროს მათი მხრიდან ჟღერდებოდა.

ამასთან, ბიუჯეტის პროექტის მიმართ შენიშვნები და მოსაზრებები საკრებულოს ოპოზიციასაც გააჩნდა. ისინი მათ მიერ წარდგენილი პროგრამების ბიუჯეტში ასახვას ითხოვდნენ, თუმცა ეს არ განხორციელდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა