ეროვნული ბიბლიოთეკის უხუცეს თანამშრომელს ლეილა ზამბახიძეს იუბიულე მიულოცეს

ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა ეროვნული ბიბლიოთეკის უხუცეს და ლეგენდარულ თანამშრომელს ლეილა ზამბახიძეს დაბადების დღე მიულოცეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს.

„ბიბლიოთეკარებმა Secret Santa–ს თამაში დაიწყეს. მე არ ჩავერთე და საგანგებოდ – დღეს ამ დიდებულ ქალს ვესტუმრე თანამშრომლებთან ერთად. ლეილა ზამბახიძე, ეროვნული ბიბლიოთეკის ლეგენდა, მალე ოთხმოცდაათი წლის გახდება. როცა დაურეკეს და უთხრეს, რომ მისვლას ვაპირებდი, უთქვამს, ალბათ, პენსიაზე გაშვების ბრძანება უნდა მომიტანოსო. ამ ბოლოს ცოტა ავადმყოფობს და შინ არის – ალბათ ამიტომაც იხუმრა ასე. თუ არ იხუმრა, ნათქვამი მაინც ხუმრობად დარჩება. ქალბატონი ლეილა, ჩვენი გადაწყვეტილებით, სულ მცირე, 105 წლამდე იმუშავებს ბიბლიოთეკაში. რადგან სანტა უნდა ვყოფილიყავი, ასეთი საჩუქარი მოვიფიქრე – ლეილა ზამბახიძე საუკუნის ბიბლიოთეკარის წოდების მატარებელია! ეს ქალი განა მხოლოდ ბიბლიოთეკის წარსული, მისი მომავალიცაა”, - განაცხადა გიორგი კეკელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა