”ისლამური სახელმწიფო” ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების გამო აშშ-ს ემუქრება

”ისლამური სახელმწიფო” აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების გამო, ამერიკის შეერთებულ შტატებს ემუქრება. ამის შესახებ ”როიტერსი” წერს.

”ისლამური სახელმწიფო” ტერორისტული თავდასხმებით სადღესასწაულო ღონისძიებებზე იმუქრება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯერჯერობით ოფიციალური უწყებების მხრიდან განცხადებები არ გაკეთებული, თუმცა, დასავლურ მედიაში აქცენტი კეთდება, რომ წელს აშშ და ევროპის მსხვილი ქალაქები, სადღესასწაულო ღონისძიებებს განსაკუთრებული უსაფრთხოების დაცვით ჩაატარებენ.

როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა, ისრაელში საელჩოს იერუსალიმში გადატანის პროცესი დაიწყოს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა