”იბერია ბიზნეს ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორი - „სიტროენ ჯორჯიას“ ბრალდებები სრულიად აბსურდულია

როდესაც გსურს, რომ კონკურენციაში შეხვიდე საკმაოდ კომპეტენტურ და დიდი ისტორიის მქონე კომპანიასთან, უნდა იზრუნო, რომ შენი მონაცემები რაღაცით მაინც შეესაბამებოდეს შენს ამბიციებს, - ამის შესახებ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” ”იბერია ბიზნეს ჯგუფის” აღმასრულებელმა დირექტორმა დავით გოგორიშვილმა განაცხადა.

გოგორიშვილის განცხადებით, ბრალდებები, რომელიც ”სიტროენ ჯორჯიას” მხრიდან კეთდება, უსაფუძვლო და აბსურდულია.

”ფაქტია, რომ ჩვენ ეს დღეებია ვისმენთ წარუმატებელი ბიზნესის არაარგუმენტირებულ გარემოებებზე საუბრებს, თუ რატომ ვერ გახდნენ წარმატებულები. ბრალდებები, რომელიც მათ აქვთ სრულიად აბსურდულია. ისინი ამბობენ, რომ ჩვენს ძირითად კონკურენტებთან ვიყავი რაღაც გარიგებებში, რაც სრული აბსურდია”, - აღნიშნა დავით გოგორიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შპს „სიტროენ ჯორჯიამ“ გუშინ განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კომპანიამ 2017 წლის 12 დეკემბერს სსიპ კონკურენციის სააგენტოს წარუდგინა საჩივარი შპს „კია მოტორს ჯორჯიას“, სს „ფრანს ავტოს“, შპს „იბერია ავტოს“, შპს „ჯი-თი მოტორსის“, შპს „სტრადა მოტორსის“, სს „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ წინააღმდეგ.

„2016-2017 წლებში მსუბუქი და მიკროავტობუსის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამოცხადებული 127 ტენდერიდან 57 ტენდერი ჩატარებულია კონკურენციის გარეშე ერთი პრეტენდენტის, ზემოაღნიშნული კომპანიებიდან ერთ-ერთის მონაწილეობით. ხოლო თანხობრივად კონკურენციის გარეშე ჩატარებული ტენდერები არის 20 897 585 ლარის ღირებულების. მხოლოდ 7 735 765 ლარის ღირებულების ტენდერებში ჰქონდა ადგილი კონკურენციას. რაც ნიშნავს იმას რომ, თანხობრივად ტენდერების 70% ჩატარდა კონკურენციის გარეშე და შესყიდვების მთელი საბიუჯეტო სახსრები განაწილდა ამ რამდენიმე კომპანიაზე. „სიტროენ ჯორჯიას“ ტენდერებში მონაწილეობის შედეგად გამოცხადებული ფასი ავტოსატრასპორტო საშუალებებზე დაახლოებით, 20%-ით ნაკლებია, ვიდრე ზემოაღნიშნული კომპანიების მიერ შეთავაზებული ფასი. შესაბამისად, ბიუჯეტმა ზემოაღნიშნული კარტელური შეთანხმების შედეგად დაკარგა არაერთი მილიონი ლარი.

„შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან უსაფუძვლო შექმნილმა ბარიერებმა, (მაგალითად, მას შემდეგ რაც “სიტროენ ჯორჯია” დაუმსახურებლად შეიყვანეს შავ სიაში, რაც ნიშნავს ტენდერებში მონაწილეობის აკრძალვას, გამოცხადდა 2 ტენდერი საერთო ღირებულებით 11704802 ლარი. ტენდერში უკონკურენციოდ „იბერია ბიზნეს ჯგუფმა“ ყოველგვარი ფასის კლების გარეშე გაიმარჯვა, რაც შეადგენს მთელი ბიუჯეტის 60%-ს. საინტერესოა რატომ არ მიიღეს ტენდერებში მონაწილეობა ბაზარზე წარმოდგენილმა სხვა კომპანიებმა?) გამოიწვია, „სიტროენ ჯორჯიას“ საქართველოში „სიტროენის“ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელის, პარტნიორის მხრიდან იმპორტისა და დისტრიბუციის შესახებ ხელშეკრულების შეჩერება. ჩვენი შეფასებით ამის ძირითადი მიზეზი იყო, რომ საქართველოში ბაზარი არასტაბილური და კორუფციული აღმოჩნდა. შედეგად „სიტროენ ჯორჯიამ“ ვერ შესძლო რიგი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება“, - ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: "ჭორებზე აყოლით ჩვენ დასკვნები არ გამოგვაქვს სხვა ბატონებისგან განსხვავებით " - დავით გოგორიშვილი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა