დიმიტრი ხუნდაძე - არსებობს ონლაინ თამაშები, სადაც არის ძალადობა, სიძულვილი და ხშირად სიკვდილამდე მიყავს ადამიანი - კოდიფიცირებული უნდა იყოს ხიფათის შემცველი ინფორმაციები

არსებობს ონლაინ თამაშები, სადაცაა ძალადობა, სიძულვილი და ხშირად სიკვდილამდე მიყავს ადამიანი - კოდიფიცირებული უნდა იყოს ხიფათის შემცველი ინფორმაციები, - ამის შესახებ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

გადაცემაში მან იმ სიახლეზე ისაუბრა, რაც შეიძლება ინტერნეტ სივრცის უსაფრთხოებისთვის გაკეთდეს. როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, სახელმწიფო კონტროლის დამყარებას არ აპირებს ინტერნეტზე, მისი თქმით, საფრთხის შემცველი ინფორმაცია კოდიფიცირებული უნდა იყოს.

„არსებობს ქსელური ტიპის ონლაინ თამაშები, სადაცაა ძალადობა, სიძულვილი და ხშირად სიკვდილამდე მიყავს ადამიანი ასეთი ტიპის თამაშებს. მედიასივრცეშიც გაჟღერდა ასეთი ტიპის ქმედებები, თითქოს ეს იყო მიზეზი. ეს დადასტურებული არაა, მაგრამ მეზობელ ქვეყანაში, რუსეთში უკვე არაერთი შემთხვევაა დაფიქსირებული. პრევენცია უნდა ჩავატაროთ. აქ მხოლოდ საკანონმდებლო პასუხისმგებლობა არაა, ოჯახს თავისი ფუნქცია აკისრია, ასევე სკოლას, მშობელს, რომელსაც ძირითადი მაკონტროლებელი როლი უნდა დავაკისროთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფო არ აპირებს ცენზურის დაწესებას და კონტროლის დამყარებას ინტერნეტ სივრცეზე. ეს გამორიცხულია. ჩვენ ვსაუბრობთ არასრულწლოვნებზე, ბავშვებსა და მოზარდებზე, რა თქმა უნდა კოდიფიცირებული უნდა იყოს.

ევროპაში წამყვანი ქვეყნები, თანხმდებიან იმაზე, რომ რაც მიუღებელია ინტერნეტის გარეთ, ის ინტერნეტშიც მიუღებელი უნდა იყოს. ეს პრაქტიკა ევროპაში უკვე დიდი ხანია არსებობს, მათ აქვთ ფილტრაციის მექანიზმები, ანუ კოდიფიცირებულია ხიფათის შემცველი ინფორმაციები და ეს კოდი ჩვენი აზრით, უნდა ჰქონდეს მშობელს. უნდა იყოს დიფერენცირებული, არ შეიძლება ერთ ასაკობრივ ჯგუფში ასაკრძალი ინფორმაცია ვრცელდებოდეს ყველა ასაკზე. ამისათვის უნდა არსებობდეს გაიდლაინები, ფილტრაციის მექანიზმები და ჩვენი ინიციატივა სწორედ ემსახურება იმას, რომ საკანონმდებლო დონეზე გავაკეთოთ ჩანაწერი, რომ პროვაიდერებს ჰქონდეთ ვალდებულება, ამ ტიპის ფილტრები დააყენონ”, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა