თელავში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა. "ინტერპრესნიუსის"ინფორმაციით, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე BMW- ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საცხოვრებელ სახლს დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის თქმით, პაციენტს სხვადასხვა სახის მოტეხილობები აღენიშნება.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია .