მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა თბილისის ქუჩებში აღარ ჩატარდება

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა თბილისის ქუჩებში არ ჩატარდება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, bpn-ისთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამი.

ამის პარალელურად უწყება ირწმუნება, რომ მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩატარება ძალაში რჩება და ის დაგეგმილის შესაბამისად, 2018 წლის პირველი ნახევრიდან ამოქმედდება.

„მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში (ქუჩებში) ჩატარება იგეგმება 2018 წლის პირველი ნახევრიდან. რაც შეეხება აღნიშნული გამოცდის თბილისის ქუჩებში ჩატარებას, დედაქალაქის არც ერთ ქუჩაზე არ იგეგმება მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის განხორციელება“, - ნათქვამია შსს-ს წერილში.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველი ინფორმაციით, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა რეალურ მოძრაობაში გადასვლის შემდეგ, თბილისისა და რუსთავის ქუჩებში უნდა ჩატარებულიყო. ამ მიზნით რუსთავში კონკრეტული ქუჩები შსს-ს მომსახურების სააგენტომ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ შეარჩია, დედაქალაქში კი შესაბამისი ქუჩების განსაზღვრაზე მუშაობა მიმდინარეობდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა