სახალხო დამცველი პროფესორის მიერ გამოთქმული „ჰომოფობიური მოსაზრების გამო“ თსუ-ს წინადადებით მიმართავს

სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, შეიმუშავოს რეგულაციები, რომელიც პედაგოგს ლექციის განმავლობაში დისკრიმინაციული გამონათქვამების გავრცელებას აუკრძალავს.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას“ განცხადების თანახმად, უნივერსიტეტის პროფესორი ლექციის განმავლობაში იყენებდა ჰომოფობიური შინაარსის შემცველ სახელმძღვანელოს და ასევე ავრცელებდა ჰომოფობიურ მოსაზრებებს.

”საქართველოში ლგბტ+ თემის თანასწორობის მდგომარება დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, პროფესორის აუდიტორიას კი სტუდენტები წარმოადგენდნენ და თუ მისი განცხადებები დისკრიმინაციის წამახალისებელია, სახალხო დამცველი გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას გამართლებულად მიიჩნევს”, - აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა