სავაჭრო-სამრეწველო პალატამ პორტუგალიურ მხარესთან მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ პორტუგალიურ მხარესთან მემორანდუმი გააფორმა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს. მათივე ცნობით, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა პორტუგალიაში, მესამე საერთაშორისო ბიზნეს-შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება გუშინ, ქალაქ ლისაბონში გაიმართა.

ბიზნეს-შეხვედრის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოსა და პორტუგალიის (Portuguese Industrial Association – Chamber of Commerce and Industry (AIP-CCI)) სავაჭრო-სამრეწველო პალატებსა და პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის ბიზნეს-კონფედერაციას (Business Confederation of the CPLP (CE-CPLP)) შორის.

ხელმოწერის ცერემონიალის შემდეგ გაიმართა ასევე ორმხრივი შეხვედრა საქართველოსა და პორტუგალიის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ხელმძღვანელ პირებს შორის.

გაფორმებული დოკუმენტი მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის ერთგვარი გარანტიაა. ეს კოოპერაცია ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობის გამყარებას. ასევე, ქვეყნების ბიზნეს-წრეებს შორის საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა