ეკა ბესელიას შეფასებით, „მაუწყებლის შესახებ” კანონში ცვლილებების განხილვაში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთვნენ, რომელთა დასკვნაც დადებითია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, “მაუწყებლის შესახებ” კანონში ცვლილებების განხილვაში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთვნენ, რომელთა დასკვნაც დადებითია.

„მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებების მომზადების პროცესი ერთი წელია მიმდინარეობს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პროცესი და ვერავინ იტყვის, რომ არ ჰქონდათ ამ პროცესში ჩართვის შესაძლებლობა. სამუშაო ჯგუფი მუშაობდა 6 თვის განმავლობაში და მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ წარმომადგენლისგან სამუშაო ჯგუფის მუშაობის დასრულების შემდეგ, მხოლოდ ერთხელ მივიღეთ მოსაზრება, იქამდე რაიმე წინადადება, ან იდეა არ მიგვიღია. თუმცა მათი იდეების განხილვაც მოხდა. სხვათა შორის, წინასწარი ვერსია პროექტის არის მნიშვნელოვნად შეცვლილი. საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთვნენ ამ პროცესში და დასკვნა არის დადებითი და მხარდამჭერი ცვლილებების. საბოლოოდ, ის ცვლილებები, რაც ახლა არის „მაუწყებლის კანონში“ მეორე მოსმენით მხარდაჭერილი, პირდაპირ ეთანხმება ამ ცვლილებებს და არც ერთ საერთაშორისო სტანდარტთან წინააღმდეგობაში არ მოდის. ამიტომ უნდა ვისაუბროთ არგუმენტირებულად და არა მხოლოდ სურვილებით, უნდა თქვან, კონკრეტულად რომელ პრინციპს არ ეთანხმებიან,“–განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” კვლევა გამოაქვეყნა.

„მაუწყებლობის შესახებ” კანონში მეორე მოსმენით დამტკიცებული ცვლილებები მედიაგარემოზე უარყოფითად აისახება“, - ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” კვლევაშია აღნიშნული, რომლის მიზანია ახალი მენეჯმენტის პირობებში მაუწყებელში მიმდინარე პროცესების შესწავლა და არსებული გამოწვევების დადგენა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა