უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - სააკაშვილის შესაძლო ექსტრადიციის შესახებ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადიციის შესახებ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვასილი ბოდნარმა განაცხადა. იუწყება „ინტერფაქს-უკრაინა“.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო ნამდვილად არანაირ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. საქართველო ჩემს კომპეტენციაში შედის, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტროების ხაზით არანაირი კონტაქტები არ ყოფილა“, - განაცხადა მან.

ბოდნარის თქმით, საერთოდ ასეთი სახის მოთხოვნები იუსტიციის სამინისტროს ხაზით გენერალურ პროკურატურაში მიდის.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ პროცესში არ არის წარმოდგენილი“, - დასძინა დიპლომატმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა