ნოემბერში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 122.1 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 24.8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე

2017 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 122.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 326.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 24.8%-ით (24.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ეროვნული ბანკიდან აცნობეს, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.3% იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.

იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.2 პროცენტი მოდიოდა.

კერძოდ, სებ-ის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი საქართველოში შემოვიდა რუსეთიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან, აშშ-დან, ისრაელიდან, თურქეთიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, უკრაინიდან, საფრანგეთიდან, აზერბაიჯანიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ყაზახეთიდან და კანადიდან.

2017 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.9 მლნ აშშ დოლარი (53.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 17.1 მლნ აშშ დოლარისა (42.3 მლნ ლარისა) გასული წლის ნოემბერში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა