სემეკის წევრი -„ენგურჰესის" და "ვარდნილჰესების კასკადის" გაძვირება პირდაპირ, ცალსახად ვერ გაზრდის სამომხმარებლო ტარიფებს

„ენგურჰესის" და "ვარდნილჰესების კასკადის" გაძვირება პირდაპირ, ასე ცალსახად ვერ გაზრდის სამომხმარებლო ტარიფებს, - ამის შესახებ სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა სემეკის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა.

"დღეს მოვისმინეთ პრაქტიკულად, სრული ინფორმაცია მათ ფინანსურ მდგომარეობაზე. ერთადერთი რაც არ გვქონდა, რომ მიგვეღო გადაწყვეტილება, ეს იყო ელექტროენერგიის სიმძლავრის ბალანსები, რომელსაც ამტკიცებს შესაბამისი სამინისტრო - ახლა უკვე ეკონომიკის სამინისტო. ეს ბალანსები აუცილებელია ჩვენთვის, რომ მოვახდინოთ სრული საბოლოო დაანგარიშება ტარიფების, რადგანაც ელექტროენერგიის გამომუშავების რაოდენობა ზუსტად ბალანსებითაა გათვალისწინებული. როგორც კი მივიღებთ ბალანსებს და ეს იქნება მომავალი კვირის დასაწყისში, დავამტკიცებთ ამ ორი ჰესის ტარიფებს", - განაცხადა ფანგანმა.

მისივე თქმით, ბალანსების დამტკიცება არის ენერგეტიკის სამინისტროს ფუნქცია, თუმცა სტურქტურული ცვლილებების შედეგად, ახლა უკვე ეს არის ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივა.

გიორგი ფანგანის განცხადებით, ბალანსებთან მიმართებაში იყო წინასწარი ინფორმაცია, თუმცა საჭირო გახდა მისი კიდევ ერთხელ დაზუსტება.

კითხვაზე, რამდენად არის შესალებელი ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის გაზრდა და აისახება თუ არა ეს სამომხმარებლო ტარიფზე, გიორგი ფანგანის განცხადებით, აღნიშნული ჰესების - "ენგურჰესის" და "ვარდნილჰესების" კასკადის ტარიფები არის დღეის მდგომარეობით საქართველოში ყველაზე დაბალი, შესაბამისად, მათი გაძვირება პირდაპირ, ასე ცალსახად ვერ გაზრდის სამომხმარებლო ტარიფებს.

მისივე განმარტებით, გენერაციების ტარიფთან დაკავშირებით აუცილებლია სრული ინფორმაცია ქონა და ამის გარეშე შეუძლებელია იმაზე საუბარი, თუ რა მოუვა აღნიშნულ ტარიფებს.

"ენგურჰესისა" და "ვარდნილჰესების კასკადის" ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები 19 დეკემბერს გახდება ცნობილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა