პოლონეთის ინდუსტრიულ ფორუმზე საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე იმსჯელეს

საქართველოს დელეგაციამ პოლონეთის ქალაქ კარპაჩის ინდუსტრიულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა, სადაც ფორუმის მონაწილეებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია დარჩიაშვილმა მიმართა. მან ადგილობრივ პოლიტიკოსებს და ბიზნესის წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოტენციალის და საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის მნიშვნელოვან პოზიციებზე ისაუბრა.

კონფერენციაზე სიტყვით ასევე გამოვიდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე. მან ფორუმის მონაწილეებს გააცნო აჭარაში არსებულ საინვესტიციო გარემო და ტურისტული შესაძლებლობები.

ფორუმს პოლონელი პოლიტიკოსები და ბიზნეს წრეების წარმომადგნელები დაესწრნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა