ირაკლი ხმალაძე - თბილისში კეთილმოწყობის ღონისძიებებისთვის 35 მლნ ლარი, ქალაქის განვითარების ხელშეწყობისთვის კი - 66 მლნ დაიხარჯება

თბილისის სხვადასხვა რაიონში კეთილმოწყობის ღონისძიებებისთვის 35 მლნ ლარი, ქალაქის განვითარების ხელშეწყობისთვის კი - 66 მლნ ლარი დაიხარჯება, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომელმაც საკრებულოს დეპუტატებს 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტები და პროგრამები გააცნო.

როგორც ვიცე-მერმა აღნიშნა, დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტით ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნებისა და მშრალი ხიდის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

„ასევე, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი გამწვანების ღონისძიებები, რომელიც 2017 წლის ბიუჯეტთან შედარებით, 6 მლნ ლარით მეტია. დასუფთავების ღონისძიებებისთვის გათვალისწინებულია 11 მლნ ლარი; ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციისა და ეზოების კეთილმოწყობისთვის 20 მლნ ლარი გამოიყოფა, რომელიც 13 ახალი ბაღის მშენებლობის დასრულებას, ხოლო 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის დაწყებას მოიცავს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქმით, სპორტული დაწესებულებების ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიმართულებით, გათვალისწინებულია 5 მლნ 888 ათასი ლარი, რომელიც ორი მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობასა და სამის პროექტირებას მოიცავს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა