საბაჟო გამშვებ პუნქტ „ნინოწმინდაში“ 1400 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტ „ნინოწმინდაში“ 1400 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული საქონელი სომხეთის მოქალაქის, ბ.ა-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერებისას გამოავლინეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს, ჩამოერთვა არადეკლარირებული საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და შეეფარდა ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა