ბექა დავითულიანი - 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი თბილისს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის ლიდერმა ბექა დავითულიანმა კოლეგებს თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი, რომლის განხილვაც თბილისის საკრებულოში ამ წუთებში მიმდინარეობს, თბილისის განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადასვლის საფუძველს ქმნის.

როგორც ბექა დავითულიანმა განაცხადა, მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თბილისი და მთლიანად საქართველო „სიცოცხლით სავსე იყოს“.

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ თბილისის სიცოცხლით სავსე ქალაქად გადაქცევა ოპოზიციონერი დეპუტატების სურვილიც არის. როგორც ბექა დავითულიანმა აღნიშნა, ეს განწყობა იქმნება იმისთვის, რომ მომავალ თაობებს საკუთარი ქალაქის სიყვარული, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციის სურვილი და მომავლის რწმენა ჰქონდეთ.

„ჩვენ აუცილებლად დავამკვიდრებთ ამ ოპტიმისტურ განწყობას. ჩვენ ამის საფუძველი გაგვაჩნია და ყოველდღიურად გავამყარებთ მას კონკრეტული საქმეებით, პროექტებით, რომლის შედეგებიც ყველასთვის, მათ შორის თქვენთვისაც საგრძნობი და სასურველი იქნება“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

მისივე თქმით, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა