ფოთის პორტში სპილენძის ჯართის უკანონოდ განკარგვის ფაქტი გამოვლინდა

ფოთის პორტში სპილენძის ჯართის უკანონოდ განკარგვის ფაქტი გამოვლინდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

საბაჟო გამშვებ პუნქტში „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა წინასწარ შესწავლილი რისკების ანალიზის საფუძველზე, სომხეთიდან აშშ-ში ტრანზიტულად გადასაზიდი საბაჟო კონტროლს ქვემდებარე საქონლის, კერძოდ, 16.96 ტონა სპილენძის ჯართის უკანონოდ განკარგვის ფაქტი გამოავლინეს.

მათივე ინფორმაციით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს გადაეცა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა