ირაკლი კობახიძე - საზოგადოებრივ მაუწყებელში ცვლილებები საჭიროა იმისთვის, რომ გაიზარდოს მისი რეიტინგი

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით, კანონში ცვლილებები მაუწყებლის განვითარებას ემსახურება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, არ შეიძლება 50 მილიონი იხარჯებოდეს იმ რეიტინგში, რომლითაც არის წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყენელი.

„ჩვენ მოვუსმინეთ ყველას საზოგადოებრივი მაუწყებელის კანონთან დაკავშირებით, მოვისმინეთ მათი არგუმენტები, თუმცა ჩვენ საბოლოო ჯამში ვიმსჯელეთ ყველაფერთან დაკავშირებით და გადავწყვიტეთ მხარი დაგვეჭირა მაუწყებლის კანონისთვის. არგუმენტი იყო ის, რომ თუ ჩვენ გვინდა ცვლილებები საზოგადოებრივ მაუწყებელში, მაშინ უნდა მივცეთ საკონონმდებლო ცვლილებების განხორციელების საშუალება შესაბამის სუბიექტებს. სწორედ, ეს გახდა გადაწყვეტილების საფუძველი. ცვლილებები საჭიროა საზოგადოებრივ მაუწყებელში იმისთვის, რომ გაიზარდოს მისი რეიტინგი. არ შეიძლება 50 მილიონი იხარჯებოდეს იმ რეიტინგში, რომლითაც არის დღეს წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებელი. საკანონმდებლო ცვლილებებიც ემსახურება იმას, რომ შევიდეს კონკურენციაში ბაზარზე და განავითაროს რესურსები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა