კახა კალაძე აუდიტის სამსახურში შეტანილ ოპოზიციის საჩივარზე - ჩემთვის არ არის საინტერესო

ჩემთვის არ არის საინტერესო, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციის საჩივარს, რომელიც აუდიტის სამსახურშია შეტანილი.

"არ ვიცი რომელ ნაძვის ხეზეა საუბარი. ნაძვის ხე აინთება დღეს საღამოს და გეპატიჟებით ყველას. მობრძანდით შვილებთან, ძმებთან, დაიკოებთან ერთად", - განაცხადა კალაძემ.

საკრებულოს ოპოზიცია მიიჩნევს, რომ თავისუფლების მოედანზე მდებარე ნაძვის ხის ირგვლივ განთავსებულია პარტიული სლოგანი და ეს კანონის დარღვევაა. ოპოზიციამ საკითხის შესწავლის მოთხოვნით აუდიტის სამსახურს მიმართა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა