ბერლინში რუსთაველის საზოგადოება დაფუძნდა

ბერლინში, საქართველოს საელჩოში რუსთველის საზოგადოების ბერლინის წარმომადგენლობის გახსნის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა. საზოგადოების წარმომადგენლობა მიზნად ისახავს საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის ხელშეწყობას. გერმანიაში ვეფხისტყაოსნის და ზოგადად ქართული კულტურის კიდევ უფრო წარმოჩენასა და ცნობადობის გაზრდას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ლევან დიასამიძემ, რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარემ დავით შემოქმედელმა და რუსთაველის საზოგადოების ბერლინის წარმომადგენლობის თავმჯდომარემ სილვა ქემერტელიძემ.

აღსანიშნავია, რომ რუსთაველის საზოგადოება პირველად ბერლინში 1922 წელს დაფუძნდა. ის საქართველოს ფარგლებს გარეთ დაარსებული პირველი რუსთაველის საზოგადოება იყო, რომელიც ცნობილმა გერმანელმა ორიენტალისტმა რიჩარდ მაკელაინმა დააფუძნა. მაკელაინი 40 წელი ცხოვრობდა საქართველოში და ნათარგმნი აქვს ვეფხისტყაოსანი პროზაულად.

საზოგადოების აღორძინება შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესა და საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში უცხოეთში მცხოვრები ქართული დიასპორისა და ქართული კულტურის მოყვარული გერმანელების მხარდაჭერით განხორციელდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა