ოჯახში ძალადობის ბრალდებით, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1958 წელს დაბადებული, ამავე დანაშაულის ჩადენისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი თ.წ. დააკავეს. ამის შსახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ყვარლის რაიონის სოფელ ენისელში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს - 1958 წელს დაბადებულ ნ.შ.-ს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება ოჯახში არაერთგზის ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა