ირაკლი კოვზანაძე - პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს ახალი ფრაქციის შექმნასთან ერთად მის საბიუჯეტო უზრუნველყოფას

ახალი ფრაქციის შექმნასთან ერთად მის საბიუჯეტო უზრუნველყოფას პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

"პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს ახალი ფრაქციის შექმნასთან ერთად მის საბიუჯეტო უზრუნველყოფას. ეს არის გარკვეული მცირე აპარატი ფრაქციისთვის, ტექნიკური უზრუნველყოფა. არ მგონია, რომ ეს მნიშვნელოვანი ტვირთი იყოს პარლამენტის ბიუჯეტისთვის. ამ პროცედურებს პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს და იქ დეტალურადაა ეს გაწერილი", - განაცხადა კოვზანაძემ.

როგორც ფრაქცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს გუშინ განუცხადა, უმრავლესობაში ორი ახალი ფრაქცია იქმნება და უმრავლესობა გადახალისებული შემადგენლობით საგაზაფხულო სესიაზე წარსდგება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა