კომპანიამ „ჩირინა“ მარცვლეულის საშრობი და საწყობი კომპლექსი გააფართოვა

სოფელ სართიჭალაში, კომპანიამ „ჩირინა“ მარცვლეულის საშრობი და საწყობი კომპლექსი გააფართოვა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მშენებლობა სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა. საერთო ინვესტიცია 6 000 000 ლარს შეადგენს. საწარმოს გაფართოების შედეგად, წარმადობა საგრძნობლად გაიზარდა. შედეგად, ერთ საათში 60 ტონა ნედლეულის გადამუშავებაა შესაძლებელი.

კომპლექსის გახსნის ღონისძიებას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო.

„ჩირინა“ ერთ-ერთი ლიდერი საწარმოა. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ გაფართოება „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში განახორციელა. ჩვენი პროგრამის არსი სწორედ ის არის, რომ ხელი შევუწყოთ არსებული საწარმოების მოდერნიზაციას, გაძლიერებას და გადაიარაღებას. „ჩირინაში“ სახელმწიფოს თანადაფინანსება 5 მილიონ ლარს შეადგენს. ეს არის შეღავათიანი სესხი, რაც გულისხმობს, რომ იაფი ფინანსური რესურსებზე წვდომით საწარმოები კონკურენტუნარიანობასაც ზრდიან და შეუძლიათ წარმოების გაზრდაც, რაც პირდაპირ აისახება საქართველოში აღნიშნულ სექტორში თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის გაზრდაზე. ვფიქრობ, ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკა არის წარმატებული და „ჩირინა“ ამ წარმატების ერთ-ერთი მაგალითია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომპანიის დირექტორის რევაზ ვაშაკიძის განცხადებით, მათ „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით შეძლეს, რომ საწარმო უფრო დიდი მასშტაბის და წარმადობის გაგვეხადა, დაესაქმებინა მეტი ადამიანი.

„ჩვენს ნედლეულზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება“, - აცხადებს კომპანიის დირექტორი რევაზ ვაშაკიძე.

უწყების ცნობით, მარცვლეულის საშრობი და საწყობი კომპლექსი ბრიტანული კომპანიის Chief Industries UK-ის მიერ აშენდა და თანამედროვე დანადგარებით აღიჭურვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა