„თბილისი მოლში“ ძაღლების გამოფენა გაიმართა

სავაჭრო ცენტრმა „თბილისი მოლი“ ძაღლების გამოფენას უმასპინძლა. ღონისძიება საქართველოს ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებული ასოციაციის ინიციატივით, ვეტერინარულ სავაჭრო ცენტრ MY VET.GE-სა და „თბილისი მოლის“ მხარდაჭერით ჩატარდა, რომელიც 2018 წელს -ძაღლის წელს მიეძღვნა. გამოფენაზე 20-ზე მეტი ჯიშის ძაღლი იყო წარმოდგენილი. ასევე მოეწყო გასართობი აქტივობები.

საქართველოს ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებული ასოციაციის პრეზიდენტ ლალი ვაშაკიძის განცხადებით, გამოფენა ემსახურება საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ცხოველის მოვლა-შენახვის შესახებ. მისივე თქმით, ადამიანებს რომლებსაც ჰყავთ ან სურთ შეიძინონ ცხოველი, შეუძლიათ ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებული ასოციაციის უფასო კონსულტაციით ისარგებლონ.

„ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებული ასოციაციის ინიციატივით და „თბილისი მოლის“ დახმარებით ვაწყობთ ამ შეხვედრას ძაღლების მეპატრონეებთან, ასევე იმ ადამიანებთან, რომლებსაც სურთ, რომ შეიძინონ ცხოველები. ჩვენ, ვეტერინარები ყველას უფასო კონსულტაციებით დავეხმარებით. ამისთვის საჭიროა მომართონ ჩვენს ასოციაციას, სადაც ბევრი ვეტეტინარი ექიმია გაერთიანებული“, - განაცხადა ლალი ვაშაკიძემ.

ვეტერინარული ასოციაციის მიზანია საზოგადოებას მიაწვდინოს ხმა ძაღლების მოვლა-პატრონობასა და პასუხისმგებლობაზე, ვინაიდან ხელი შეუწყოს ევროსტანდარტების დანერგვას საქართველოში.

გამოფენის მედიამხარდამჭერი არის Zooclub.ge.

იხილეთ ვიდეო: ძაღლების გამოფენა თბილისში

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა