სერგეი რიაბკოვი - აშშ-ს განცხადება ჩრდილოეთ კორეაზე სანქციების გაძლიერების თაობაზე შედეგის მომტანი არ იქნება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგეი რიაბკოვის განცხადებით, აშშ-ს განცხადება ჩრდილოეთ კორეაზე სანქციების გაძლიერების თაობაზე შედეგის მომტანი არ იქნება. „სამწუხაროა, რომ ამერიკის პოზიციაში კვლავ გაჩნდა მოთხოვნების მძლავრი კომპონენტი, რომელიც ფხენიანზე შემდგომ ზეწოლას უკავშირდება. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სასანქციო ზეწოლის ზომები, იქნება ეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს ხაზით თუ არალეგიტიმური ცალმხრივი სანქციები, შედეგის მომტანი არ იქნება“, - განაცხადა სერგეი რიაბკოვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, დროა შეწყდეს მუქარა, ზეწოლა და შანტაჟი და პოლიტიკური გადაწყვეტილების რეალური გზა გამოიძებნოს.

გუშინ, გაერო-ს უშიშროების საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა რუსეთსა და ჩინეთს მოუწოდა ჩრდილოეთ კორეაზე ზეწოლა გაზარდონ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა