იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით - OGP“ გათვალისწინებული ცალკეული ვალდებულებების შესრულებაზე მუშაობს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ „ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით - OGP“ გათვალისწინებული ცალკეული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა, რომელშიც კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად, კომიტეტის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები განიხილეს, რომელიც შეეხება შემდეგ საკითხებს: მოქალაქეთა კომენტარებზე უკუკავშირის მექანიზმების დანერგვა; პეტიციების ელექტრონული ფორმით წარდგენა; მოქალაქეთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების დროს ხელმოწერების ელექტრონული ფორმით შეგროვება.

კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას ინფორმაციით, სამივე საკითხზე მალე დასრულდება შესაბამისი ცვლილებების მომზადება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა