მიხეილ სააკაშვილი - ვინმემ მნახა, რომ მტერს ზურგი შევაქციე და თავი დავუხარე რომელიმე სიტუაციაში?

ვინმემ მნახა, რომ მტერს ზურგი შევაქციე და თავი დავუხარე რომელიმე სიტუაციაში? - ივანიშვილი, რომელიც არის ბოლომდე მშიშარა და მხდალი, ვეშლები ვიღაცეებში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილმა 2008 წელს გორის დაბომბვის დეტალები გაიხსენა და გავრცელებული კადრების გამო მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა.

„2008 წელს გავუძელით. თბილისში კაბინეტში ვიჯექი, საფრანგეთიდან, ამერიკიდან მირეკავდნენ, მოდიან რუსები მოსაკლავად, 2 საათში მანდ იქნებიანო. ვინმემ შეატყო, რომ ნერვი ამიტოკდა? რომ ატრიალებენ კადრს, გორში დაცვა რომ დამახტა თავზე და ვაი, რა მშიშარაა - ამბობენ. ვინ ატრიალებს ამას, - მხდალი, ნაძირლები. თვითონ მტერთან თანამშრომლობდნენ. მე, პრეზიდენტი, ვიდექი იქ, სადაც ბომბები იყო და რომ დაინახა დაცვამ, რომ ბომბდამშენი თავზე გვადგას, დამახტა თავზე. ეს მთელი მსოფლიოსთვის იყო გამბედაობის სიმბოლო და მართლა იმ „ფარჩაკებისთვის“, ვინც ჩვენ გვაკრიტიკებს საქართველოში - თავიანთი სიმხდალის. როდესმე ვინმემ ნახა, რომ მტერს ზურგი შევაქციე და თავი დავუხარე, რომელიმე სიტუაციაში? ამათ ვიღაცაში ვეშლები და ივანიშვილი, რომელიც არის მართლა ბოლომდე მშიშარა და მხდალი, ვეშლები ვიღაცეებში. ასეთ სიტუაციაში მე ვმობილიზდები, ვარ კარგ ფორმაში, ადრენალინი მაქვს და რაღაც მომენტში კარგ ხასიათზე ვდგები. ვერ ვიტყვი, რომ 2008 წელს კარგ ხასიათზე ვიყავი, მაგრამ აქ ნამდვილად, კარგ ხასიათზე ვიყავი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა