აშშ-ს თავდაცვის მდივნის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის კონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები მისი ქვეყნისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ

აშშ-ს თავდაცვის მდივნის ჯეიმს მეტისის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის კონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები მისი ქვეყნისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ.

ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ იუწყება.

„ჯერ არ არის დადგენილი, რომ ჩვენთვის რეალური, მძლავრი საფრთხე არსებობს. ჩვენ ჯერ კიდევ ვატარებთ ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის ბოლო გაშვების ტექნიკურ ანალიზს“, - აღნიშნა აშშ-ს თავდაცვის მდივანმა.

როგორც ცნობილია, 28 ნოემბერს ჩრდილოეთ კორეამ კონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის Hwasong-15-ის წარმატებული გაშვების შესახებ განცხადება გააკეთა.

როგორც ჩრდილოეთ კორეაში აღნიშნეს, ეს ყველაზე მძლავრი რაკეტაა და მას შეუძლია აშშ-ს ტერიტორიას მიაღწიოს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა