ლაშა შავდათუაშვილმა მსოფლიოს მასტერსზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა სანკტ -პეტერბურგის მსოფლიოს მასტერსზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ლაშა შავდათუაშვილი ფინალში იაპონელ სოიჭი ჰაშიმოტოს დაუპირისპირდა და ვაზარით დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი პირველივე წრეში ბელგიელ ევროპის ჩემპიონს, მსოფლიოს ორგზისა და ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსან დირკ ვან ტიხელტის შეხვდა და იპონით დაამარცხა. შემდეგ კი მონღოლი ოდბაიარ განბაატარს ასევე იპონით მოუგო. მესამე შეხვედრაში შავდათუაშვილმა უზბეკი გიოსონ ბობოევი იპონით დაამარცხა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა